ინფრასტრუქტურის ვირტუალიზაცია
ეფექტურობის გაზრდა მკვეთრად დაბალი ფასებით
itgroup® გთავაზობთ წამყვან ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებს, რომელიც თქვენს ბიზნესს გადაიყვანს თანამედროვე ბიზნეს მოდელზე. ვირტუალიზაცია ნიშნავს აიტი ინფრასტრუქტურის ვირტუალური ვერსიის შექმნას. ეს ტექნოლოგია შექმნილია, რათა უზრუნველყოს ვირტუალური აბრტრაქციული ფენა, ფიზიკურ კომპიუტერსა და მასზე მომუშავე ოპერატიულ სისტემას შორის.
ვირტუალიზაციის ტექნოლოგია ამარტივებს აიტი მენეჯმენტს, აუმჯობესებს კრიტიკული აიტი სერვისების ხელმისაწვდომობას, ახდენს არსებული აიტი ტექნიკის გამოყენების ოპტიმიზაციას, ამცირებს ენერგომოხმარებასა და საკუთრების ღირებულებას (TCO).
ვირტუალიზაციის უპირატესობები
- მისი გამოყენებით თქვენ ზოგავთ ფინანსებს ტექნიკაზე, სივრცესა და ენერგიაზე.
- გეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა.
- ზრდის ინფრასტრუქტურის სანდოობას 50%-ით და მეტით.
- თითოეულ გარემოში გვაძლევს სტუმარი ოპერატიული სისტემის თავისუფალ არჩევანს.
- გიადვილებთ არსებული ინფრასტრუქტურის მართვას და შენარჩუნებას.