ქსელის მონიტორინგი

ქსელის გეგმიური მომსახურება

 

ქსელი არის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან კრიტიკული ბიზნეს პროცესები და კომუნიკაცია დამოკიდებულია მის მდგრადობაზე. ჩვენთვის ნათელია ეს ურთიერთკავშირი და ამიტომ შევქმენით ქსელის გეგმიური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის სტაბილურობასა და ეფექტურობას. ჩვენი ოპერაციული ცენტრის ადმინისტრატორები თვალყურს ადევნებენ და მართავენ მომხმარებლის ქსელებს, რათა დროულად აღმოფხვრან ტექნიკური გაუმართაობის გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყონ სტაბილურობა.


გეგმიური მომსახურებით თქვენ დარწმუნებული იქნებით საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამართულობასა და მდგრადობაში.

 

 

გეგმიური პროცედურები

  • ასახავს ქსელური მოწყობილობების მდგომარეობას
  • აწვდის რეგულარულ ტექნიკურ და უსაფრთხოების აუდიტს
  • უზრუნველყოფს პროგრამულ განახლებებს და გაუმჯობესებებს

 

პროაქტიული მონიტორინგი

  • გეხმარებათ შეინარჩუნოთ ქსელის მდგრადობა
  • იძიებს შესაძლო გაუმართაობის გამომწვევ მიზეზებს
  • იცავს მომხარებელს დროის კარგვისაგან

 

პრობლემის აღმოფხვრა

  • მცირე გაუმართაობის წარმოქმნისას ავტომატურად აანალიზებს მიზეზს
  • ქსელური ოპერაციების ცენტრი უზრუნველყოფს გაუმართაობის იზოლირებას და აღმოფხვრას

 

მხარდაჭერა

  • უზრუნველყოფს ქსელის კონფიგურაციის ცვლილებებს
  • ემსახურება დისტანციურად და ადგილზე ვიზიტით