სერვერის გეგმიური მომსახურება
სერვერული ინფრასტრუქტურის მდგრადობა უდაოდ ყველაზე პრიორიტეტულია ორგანიზაციისათვის, ჩვენ ვაანალიზებთ სტაბილურობის ფასეულობას და შევქმენით სერვერის გეგმიური მომსახურება. itgroup® მუშაობს ლიდერ მწარმოებლებთან, რათა გაიზიაროს მათი გამოცდილება და უზრუნველყოს მომხმარებელი მხარდაჭერის უმაღლესი ხარისხით.
itgroup® გთავაზობთ გეგმიურ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს სერვერული ინფრასტრუქტურის მონიტორინგს, მართვას და უსაფრთხოებას, შედეგად თქვენი კორპორატიული IT სერვისების (ელ.ფოსტა, ტელეფონია, რეზერვაცია და სხვა) 24/7 ხელმისაწვდომი იქნება. სერვერის გეგმიური მომსახურება საინტერესოა ნებისმიერი ზომის ორგანიზაციისათვის, რომელიც ეძებს ეფექტურ და სანდო სერვერის/დატაცენტრის მართვის გადაწყვეტილებას.
გეგმიური პროცედურები
- აუმჯობესებს სერვერის მდგრადობასა და ეფექტურობას
- უზრუნველყოფს სისტემის მაქსიმალურ წარმადობას
- იცავს ვირუსებისა და ჰაკერული პროგრამებისაგან
- უზრუნველყოფს უსაფრთხოების განახლებებით
- წმენდს დროებითი და არასაჭირო ფაილებისაგან
- იცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას დაკარგვისგან
პროაქტიული მონიტორინგი
- ინარჩუნებს სერვერის ფუნქციონირებას
- აანალიზებს სისტემურ გაუმართაობებს
- ამოწმებს კრიტიკული სერვისების ხელმისაწვდომობას
- ასწრაფებს პრობლემის აღმოფხვრას
მხარდაჭერის მომსახურება
- მართავს კონფიგურაციის ცვლილებებს
- მხარდაჭერა ხორციელდება დისტანციურად და ადგილზე