გამართული გარემო 360
IT მართვის ეფექტური გადაწყვეტილება!
itgroup® შექმნა გამართული გარემო 360 მცირე და საშუალო ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ IT მართვის ეფექტური გადაწყვეტილება. გამართული გარემო 360-ის შემთხვევაში itgroup® იღებს სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლის IT რესურსზე, დაწყებული ქსელური ინფრასტრუქტურის მართვით და დამთავრებული თანამშრომლების ყოველდღიური მხარდაჭერით. ჩვენი მოხერხებული მიგრაციის პროცესი, სწრაფად გადაგიყვანთ თანამედროვე ბიზნეს მოდელზე და დაგანახებთ რეალურ შედეგებს. გამართული გარემო 360-ის მეშვეობით, მომხმარებელი მაქსიმალურად ფოკუსირდება ძირითად საქმიანობაზე და აღარ უწევს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
გამართული გარემო 360 უზრუნველყოფს
- მომხმარებლების ყოველდღიურ მხარდაჭერას
- სამუშაო კომპიუტერების / ნოუთბუქების რეგულარულ მომსახურებას
- სერვერებისა და ქსელების მართვას
- პრინტერების/კოპიერების/ფაქსების მომარაგებას
- ვირუსებისაგან დაცვას და ქსელურ უსაფრთხოებას
- ინტერნეტ წვდომისა და ვირტუალური ქსელების მონიტორინგს
- აღჭურვილობის აუდიტს და რელოკაციას
- მესამე პირი IT პროვაიდერების მართვას
- ტექნოლოგიურ კონსალტინგსა და ანგარიშგებას
- დამატებით სხვა მომსახურებები...