ვირტუალური სატელეფონო სადგური
ვირტუალური სატელეფონო სადგური აღჭურვილია ტრადიციული სადგურის ფუნქციონალურობით, დამატებით უზრუნველყოფს IP ტელეფონიის უპირატესობებს. მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ჩვენ მიერ გამართული ინფრასტრუქტურით და მიიღოს თანამედროვე IP ტელეფონის ფუნქციონალური უპირატესობები, ამავდროულად აირიდოს ტექნიკურ აღჭურვილობასთან და სპეციალისტების დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ვირტუალური სატელეფონო სადგურის უპირატესობები
- ფუნქციონალურობა – უზრუნველყოფს, ტრადიციული სატელეფონო სადგურის ფუნქციებს, დამატებით IP ტელეფონიის უპირატესობებს.
- ხარჯების შემცირება – ამცირებს TCO (ფლობის საერთო ღირებულებას) და ინვესტიციებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
- ულიმიტო – IP ტელეფონია აუქმებს გეოგრაფიულ და მოცულობით შეზღუდვებს.
- ეფექტურობა – ზრდის კომუნიკაციის ეფექტურობას, როგორც თქვენს კომპანიაში, აგრეთვე თქვენი მომხმარებლების მიმართ.